მომსახურების პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და ინდივიდუალურ მეწარმე „მაია ხითარიშვილს“ შორის.
„ი.მ. მაია ხითარიშვილი“ (პ.ნ. 01021011913) რეგისტრირებული მისამართით: ქ. თბილისი, მარსელის ქ. 4.

წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში „ი.მ. მაია ხითარიშვილი“ შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „Piso.ge“.

Piso.ge-ს ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები, მათში შეტანილი ცვლილებები და Piso.ge-ის სხვა სამართლებრივი დოკუმენტები წარმოადგენს ერთიან სამართლებრივ ჩარჩოს და განიხილება როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის ან გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს და აცხადებს თანხმობას, რომ მათზე გავრცელდეს სამართლებრივი ძალა.

თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Piso.ge-ის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, მას შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი. ამასთანავე, Piso.ge მომხმარებელს მოუწოდებს, ნებისმიერი შენიშვნა ან წინადადება გაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: 📧 sales@piso.ge

დამატებითი კითხვების, პრეტენზიების ან თხოვნების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Piso.ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 


ვებგვერდზე ანგარიშის შექმნის შემდეგ მომხმარებელს ეძლევა საშუალება შეიძინოს Piso.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.

მომხმარებლის მიერ შესრულებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და „ი.მ. მაია ხითარიშვილი“. შეკვეთის გაფორმებისას განისაზღვრება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

 


 

მომხმარებლის ვალდებულებები და გარანტიები

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და ზუსტი;

  • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი;

  • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას რეგისტრაციის მიზნით;

  • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი იყოს;

  • არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;

  • არ განასახიერებს სხვა პირს ან კომპანიას;

  • არ დაარღვევს მესამე პირის უფლებებს და არ განახორციელებს კანონსაწინააღმდეგო ან ზიანის მომტან ქმედებებს;

  • არ გამოიყენებს მოწყობილობას ან პროგრამას, რომლის მიზანია ინფორმაციის მოპოვება ან ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა;

  • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს და არ განახორციელებს ვებგვერდზე არსებული ლოგოს, სურათების, დიზაინისა და ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას Piso.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

  • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს და არ შეეცდება წვდომის მოპოვებას სხვა მომხმარებლის მონაცემებზე;

  • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის Piso.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას;

  • არ დაარღვევს მოქმედ კანონმდებლობას, წინამდებარე წესებსა და პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 


 

შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

პროდუქტის შერჩევისა და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდეგ, ახალი მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: ელ. ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი, სადაც სურს პროდუქციის მიღება.

ანგარიშსწორების დასრულებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი ან არასრული ინფორმაციის მითითების შემთხვევაში მიწოდების შეფერხებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

Piso.ge იტოვებს უფლებას უარი თქვას ან გააუქმოს შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

საფასურის გადახდის შემდეგ პროდუქციაზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

 


 

ანგარიშსწორების წესი

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო გზით. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი გადამისამართდება ბანკის უსაფრთხო გვერდზე და მიუთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს.

Piso.ge-ს არ აქვს წვდომა ანგარიშსწორების გვერდსა და მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე.

დასრულების შემდეგ მომხმარებელი ელ. ფოსტაზე მიიღებს შეკვეთის დადასტურებას.

 


 

პირადი ანგარიშის შეზღუდვა ან დახურვა

Piso.ge უფლებამოსილია ცალმხრივად შეზღუდოს ან დახუროს მომხმარებლის ანგარიში წინამდებარე წესების დარღვევის ან ყალბი ინფორმაციის დაფიქსირების შემთხვევაში. შეტყობინების მიღებისთანავე მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Piso.ge-ს გუნდს.

 


 

ვებგვერდის გამოყენების შეზღუდვები

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი გაფრთხილების გარეშე. Piso.ge არ გააწევს მომსახურებას, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის სისტემებში არასანქცირებული წვდომა ან ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.

 


 

საავტორო უფლებები

ვებგვერდზე განთავსებული ყველა ტექსტი, გრაფიკული და ვიზუალური მასალა წარმოადგენს Piso.ge-ის ექსკლუზიურ საკუთრებას.

ვებგვერდზე პროდუქციის შეძენით მომხმარებელზე არ გადადის ინტელექტუალური საკუთრების არცერთი უფლება.

 


 

მესამე მხარეები

Piso.ge არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე მხარის ვებგვერდებზე განთავსებულ შინაარსზე, პოლიტიკასა და პირობებზე, რომელთა ბმულებიც შესაძლოა მოცემული იყოს ვებგვერდზე.

 


 

ცვლილებები და დამატებები

Piso.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები წინამდებარე დოკუმენტში ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. ვებგვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება მომხმარებლის თანხმობად.