ჭკვიანი მოვლა

გაიცანით HoneyGuardian SL900 — ავტომატური ჭკვიანი ტუალეტი, რომელიც თავად ასუფთავებს, აშორებს უსიამოვნო სუნს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიგიენას თქვენი ფისოსთვის და სიმშვიდეს თქვენთვის.

მარტივი ადაპტაცია

თანამედროვე ღია ტიპის ჭკვიანი ტუალეტი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ფისოს სისუფთავეს, უსაფრთხოებას და ჰიგიენას ყოველ დღე.

პოპულარული არჩევანი

ჭკვიანი ტუალეტი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ სისუფთავესა და ჰიგიენას თქვენი ფისოსთვის და მაქსიმალურ კომფორტს თქვენთვის.

ჭკვიანი ტუალეტები — მარტივი ზრუნვა, კომფორტული ყოველდღიურობა
ბრენდი, რომელიც ფისოების სიყვარულით შეიქმნა
ჭკვიანი ტუალეტები — მარტივი ზრუნვა, კომფორტული ყოველდღიურობა
ბრენდი, რომელიც ფისოების სიყვარულით შეიქმნა
ჭკვიანი ტუალეტები — მარტივი ზრუნვა, კომფორტული ყოველდღიურობა
ბრენდი, რომელიც ფისოების სიყვარულით შეიქმნა
ჭკვიანი ტუალეტები — მარტივი ზრუნვა, კომფორტული ყოველდღიურობა
ბრენდი, რომელიც ფისოების სიყვარულით შეიქმნა
ჭკვიანი ტუალეტები — მარტივი ზრუნვა, კომფორტული ყოველდღიურობა
ბრენდი, რომელიც ფისოების სიყვარულით შეიქმნა

კატალოგი

  • ჭკვიანი ტუალეტი

  • წყლის შადრევანი

  • საჭმლის დისპენსერი

  • ნაკრები

ჩვენი ღირებულებები

  • მზრუნველობა

    ჩვენი თითოეული პროდუქტი შექმნილია ფისოების სიყვარულით — მათი კომფორტის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გათვალისწინებით. ვზრუნავთ მათზე ისე, როგორც საკუთარ ოჯახზე.

  • სანდოობა

    გთავაზობთ მხოლოდ გამოცდილ და სანდო მოდელებს, რომლებიც  უზრუნველყოფილია ქარხნული ოფიციალური გარანტიით — თქვენი სიმშვიდისთვის.

  • სრული მომსახურება

    ჩვენ ვზრუნავთ ყველაფერზე და ვუზრუნველყოფთ სრულ მომსახურებას: უფასო მიწოდებას საქართველოს მასშტაბით, ადგილზე მონტაჟს და სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას პროდუქტის ექსპლუატაციის განმავლობაში.

ჩვენი ისტორია

სიყვარულით შექმნილი

Piso.ge — ეს არის ფისოების სიყვარულით შექმნილი სივრცე, სადაც თითოეული გადაწყვეტილება მათ ბედნიერებაზეა ორიენტირებული. ჩვენ გვჯერა, რომ შინაური ცხოველების მოვლა უნდა იყოს მარტივი, უსაფრთხო და ჭკვიანი. სწორედ ამიტომ ვქმნით გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ ზრუნვას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ სისუფთავე ისე, როგორც არასდროს.

მეტის ნახვა

ხშირად დასმული კითხვები

რომელი ჭკვიანი ტუალეტია საუკეთესო ჩემი ფისოსთვის?

L მოდელი: შესაფერისია უმრავლესობა ფისოებისთვის (10 კგ-მდე). აქვს აპით მართვა (Tuya), დახურული დიზაინი, მუშაობს ჩუმად და საიმედოდ.

XL მოდელი Honeyguardian (პრემიუმ): უფრო დიდი ზომის, პრემიუმ  ტუალეტი (15 კგ-მდე ფისოებისთვის) სენსორებით და სუნის კონტროლით — იდეალური მრავალფისოიანი ოჯახებისთვის, ასევე მუშაობს ელემენტებზე. 

M მოდელი Open Top: შესანიშნავი არჩევანია იმ ფისოებისთვის, რომლებსაც არ მოსწონთ დახურული სივრცე, კნუტებისთვის, ხანდაზმული ფისოებისთვის ან მარტივი დიზაინის მოყვარულთათვის.

უსაფრთხოა თუ არა ჭკვიანი ტუალეტი?

დიახ. ყველა ჭკვიან ტუალეტში ჩაშენებულია მრავალი სენსორი, რომლებიც აფიქსირებს ფისოს ტუალეტის შიგნით ან მის სიახლოვეს. გაწმენდის პროცესი ავტომატურად ჩერდება, როცა ფისო შიგნით შედის და განახლდება მხოლოდ მაშინ, როცა ფისო ტოვებს ტუალეტს. ჭკვიან ტუალეტებს ასევე გააჩნიათ ბავშვის  ბლოკირების რეჟიმი, კნუტის რეჟიმი ან მანუალური რეჟიმი.

შეუძლია თუ არა ერთ ჭკვიან ტუალეტს რამდენიმე ფისოს მომსახურება?

დიახ. ჭკვიანი ტუალეტები მულტიფისო ოჯახებისთვისაა. ყველა მომხმარებელი წარმატებით იყენებს ერთ ტუალეტს რამდენიმე ფისოსთვის.

რა ტიპის ქვიშა გამოვიყენო და როგორ მოვუარო ტუალეტს?

საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ბენტონიტის, ტოფუს, მინერალური ან ნარევი ქვიშა. სილიკონის ქვიშა ჭკვიან ტუალეტებში არ გამოიყენება.  ტუალეტში პერიოდულად დაამატეთ ქვიშა, ნარჩენების კონტეინერი კი რეგულარულად დაცალეთ (სიხშირე დამოკიდებულია ფისოების რაოდენობაზე). გაწმინდეთ დოლურა რეგულარულად და ჩაატარეთ წყლით რეცხვა პერიოდულად.

რა შედის ჭკვიანი ტუალეტის ფასში?

ჭკვიანი ტუალეტის ყიდვისას, თქვენ იღებთ უფასო მიწოდებას საქართველოს მასშტაბით, პროფესიონალურ ადგილზე მონტაჟს, აპის დაყენებას, ოფიციალურ ქარხნულ გარანტიას და ადგილობრივ ტექნიკურ მხარდაჭერას.

შემიძლია თუ არა ნარჩენებისთვის ჩვეულებრივი პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება?

დიახ. ყველა ჭკვიანი ტუალეტი თავსებადია ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პოლიეთილენის პაკეტებთან. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ზომის პაკეტებიც ხელმისაწვდომია, ჩვეულებრივი პაკეტებიც შესანიშნავად მუშაობს.

მუშაობს თუ არა ეს ჭკვიანი ტუალეტები აპით და შეიძლება თუ არა მათი კონტროლი დისტანციურად?

რა თქმა უნდა. ყველა ჩვენი მოდელი იმართება აპლიკაციით, რაც გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ ფისოების მიერ მათი გამოყენება, დაიწყოთ გაწმენდა, მიიღოთ შეტყობინებები, აკონტროლოთ ფისოს წონა და მართოთ ტუალეტი დისტანციურად, სადაც არ უნდა იყოთ.